LIVE
dgis programa
amindi amindi amindi amindi teleschool
<<
სექტემბერი 2010
>>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      
RSS
მაესტროს RSS

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მთავრობაში საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ გახდება ცნობილი

 

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მთავრობაში საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ გახდება ცნობილი .
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურმა გავრცელა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური დღეს, 15.00 საათზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს შეხვდება.
კონსულტაციების შემდეგ კი, 16.00 საათზე ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც დავით ბაქრაძე მთავრობაში საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ გააკეთებს განცხადებას.
არსებული ინფორმაციით, თანამდებობას ტოვებს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი. მისი თანამდებობა შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ვახტანგ ლეჟავამ დაიკავოს. თანამდებობიდან გათავისუფლდება აფხაზეთის მთვარობის თავმჯდომარე გია ბარამია, რომელსაც "კოალიცია სამართლიანობისთვის" ხელმძღვანელი ვერა ქობალია შეცვლის.
ვრცელდება ინფორმაციაც, რომ ქობალია ზურაბ პოლოლიკაშვილის ადგილს დაიკავებს.
გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილებები ეხება რეგიონული განვითარების სამინისტროსაც. მინისტრი დავით ტყეშელაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს, რეგიონული განვითარების სამინისტროს კი, გზების დეპარტამენტის უფროსი რამაზ ნიკოლეიშვილი უხელმძღვანელებს.
ამასთან, ჯერ არ კონკრეტდება, რა სახის სტრუქტურული ცვლილებები მოხდება მთავრობაში.

 

"InterPressNews"

solo