18 ნოემბრის ანონსი
ანონსი
10:00 საათზე, სასტუმრო
„ამბასადორში“ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელობა ექსპერტებსა და
სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრას
გამართავს.
10:00 საათზე,
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
და ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში, ცენტრის ხელმძღვანელი
ამირან გამყრელიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ანტიბიოტიკების შესახებ
ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული.
10:45 საათზე, ფონდ
„ღია საზოგადოება - საქართველოს" ორგანიზებით, სასტუმრო „რუმსში"
არასამთავრობო ორგანიზაციები წარადგენენ პოლიტიკის დოკუმენტებს,
რომელიც აფასებს საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული
ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას და რეფორმებს მართლმსაჯულების,
არჩევნების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობისა და კორუფციასთან
ბრძოლის მიმართულებით.
მის: კოსტავას ქ. #14
11:00 საათზე, ბიზნეს
გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით და
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაციისა და ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით
სპორტული მარკეტინგის პირველი საერთაშორისო კონფერენცია 2016
გაიმართება .
მის: ა. ბელიაშვილის ქ. #8
(ტელეკომპანია „მაესტროს“ გვერდით), მე-3 სართული. ტელ:
598544415
11:00 საათზე, ახალი
მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად ქუთაისში,
პარლამენტის შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით
საპროტესტო აქცია გაიმართება.
11:00 საათზე,
„რეპორტიორის“ პრესკლუბში მსახიობი დიმიტრი ჯაიანი ბრიფინგს
გამართავს.
11:00 საათზე,
სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე სოფო ხორგუანი პორტალ „კვირას“
პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: პროკურატურის გადაწყვეტილება
გახმაურებული საქმეების გადახედვასთან დაკავშირებით და გია გვიჩიანის
საქმე, რომლის შესწავლა სახალხო დამცველის ოფისში სოფიო ხორგუანმა
დაიწყო - რა წერია ომბუდსმენის დასკვნაში.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1,
სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა -
599726565
11:00 საათზე,
კვლევითი ორგანიზაციები, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური,
საერთაშორისო ორგანიზაციები, განათლების სფეროს წარმომადგენლები,
გენდერისა და სოციალური თემების ადვოკატირების სპეციალისტები
დისკუსიას გამართავენ.
თემა: მონაცემების განმხოლოების
მნიშვნელობა კვლევებისა და შეფასებისთვის.
სასტუმრო „რუმსი“, ღონისძიებების
დარბაზი
11:30 საათზე,
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში
პრესკონფერენციას გამართავს და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს
შეაფასებს. მათ შორის, ისაუბრებს მთავრობის პოლიტიკაზე ეროვნულ
ვალუტასთან მიმართებაში.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1,
სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა -
599726565
11:30 საათზე,
„პირველის პრესკლუბში“ ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი
დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი და იურისტი ნესტან ლონდარიძე
პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: კლინიკა „ლანცეტში“ ღვიძლის
ტრანსპლანტაციის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქეების საქმეები. ცენტრმა
კლინიკა „ლანცეტის“ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს
ცენტრი „დიდუბე პლაზა", მე-2 სართული. საკონტაქტო პირი თამთა
კალანდაძე - 595 03 77 22
11:30 საათზე,
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, ეკონომიკის ექსპერტი ლია ელიავა ბრიფინგს
გამართავს.
12:00 საათზე,
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გენერალი, პოლიტიკური პარტია „საქართველოს
მშვიდობისთვის“ ხელმძღვანელი დავით თევზაძე პორტალ „კვირას“
პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ნატო-საქართველოს ერთობლივი
წვრთნები; ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მაღალჩინოსნების,
სერგო ნინუასა და გიორგი ცაბაძესთან დაკავშირებული საქმე და მინისტრის
განაცხადება; მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1,
სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა -
599726565
12:00
საათზე, საქართველოს პარლამენტის ქუთაისის სასახლეში მე-9
მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება, რომელსაც
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი
გახსნის.
მის.: ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ.
#26
12:00 საათზე,
„რეპორტიორის“ პრესკლუბში გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე
ბრიფინგს გამართავს.
12:30 საათზე,
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე ბრიფინგს
გამართავს.
13:00 საათზე,
„რეპორტიორის“ პრესკლუბში აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე ბრიფინგს
გამართავს.
14.00 საათზე,
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ შშმ პირთა დასაქმების ფორუმი
ჩატარდება.
14:00 საათზე,
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, გავლენიანი ბრიტანული გამოცემის,
“ეკონომისტის“ უფროსი რედაქტორი, ედვარდ ლუკასი, წაიკითხავს საჯარო
ლექციას: „რეალპოლიტიკა და ახალი ცივი ომი“.
16:00 საათზე
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლეგენდარული ქართველი
ფეხბურთელის, დავით ყიფიანისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია
გაიმართება.
16:00 საათზე,
სასტუმრო „ჰოლიდეი-ინნში“ ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი
მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
მის: 26 მაისის მოედანი
N1
17:00 საათზე,
სასტუმრო „რედისონში“ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრს“, „საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტისა“ და
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმი გაფორმდება.
18:00 საათზე,
საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის
ისტორიის მუზეუმში აიდას რიტის ვასილაუსკასის პერსონალური გამოფენა,
სახელწოდებით ”შემოქმედების იმპულსები და რიტმები”
გაიხსნება.
მის: სიონის ქ. ქ. #8, თბილისის
ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა)