კალენდარი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
ბრძოლა რეიტინგებით
არჩევნებამდე გაზომილი საზოგადოებრივი განწყობების გარშემო სულ დავაა, მაგრამ ყველა მხარე ერთზე მაინც თანხმდება ამ დავაში გადამწყვეტ სიტყვას ამომჩეველი არჩევნებზე ამბობს.
ციფრებით ბრძოლა დაწყებულია, პოლიტიკური პარტიების პოლიტიკური რეიტინგები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალური იყო.
საზოგადოებამ ორი სხვადასხვა მონაცემები ნახა, რეიტინგების ავტორებიდან ერთი ჯი-ეფ-კა, მეორე კი ფსიქო პროექტია. არჩევნებამდე სამი თვით ადრე პარტიულ მონაცემებს ზოგი ენდობა ზოგი კი არა, როგორც ჩანს არჩევნებამდე პოლიტიკური ციფრები კიდევ გამოქვეყნდება. რა ძალა აქვს რეიტინგებს.
სპეციალისტების შეფასებით, კვლევები რამდენიმე მიმართულებით მუშაობს- პირველი ეს არის საზოგადოებრივი განწყობები, რომლის შექმნასაც პარტიები არჩევნებამდე ცდილობენ, მეორე არასასურველი შედეგის შემთხვევაში რეიტინგებს პარტიები ქუჩაში გამოსასვლელად იყენებენ და მესამე საერთაშორისო საზოგადოება.
არჩევნებამდე გაზომილი საზოგადოებრივი განწყობების გარშემო სულ დავაა, მაგრამ ყველა მხარე ერთზე მაინც თანხმდება ამ დავაში გადამწყვეტ სიტყვას ამომჩეველი არჩევნებზე ამბობს.
დღეს კი მართველი გუნდი და ოპოზიცია იმაზე ვერ თანხმდება ვისი მონაცემები უფრო სანდოა ფსიქო პროექტის თუ ჯი-ეფ-კასი, თუ მართველმა გუნდმა საერთაშორისო ორგანიზაციის რეიტინგები დღეს ნაციონალურ მოძრაობას პირდაპირ დაუკავშირა.
ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის განცხადებით, პოლიტიკური რეიტინგებისთვის საერთაშორისო კომპანიას საველე სამუშაოების შესრულებაში ლევან თარხნიშვილის მეუღლის კომპანია დაეხმარა , ესაა მიზეზი რის გამოც ოცნება რეიტინგებს არ ენდობა .
ვიცე პრემიერი დღეს პირდაპირ ამბობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის სახელით გამოქვეყნებული კვლეევის საველე სამუშაოები ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან თარხნიშვილის მეუღლემ შეასრულა შესაბამისად მონაცემები, რომელის მიხედვითაც ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის სულ რამდენიმე პროცენტიანი სახვაობაა სიმართლეს არ შეესაბამება.
კახა კალაძე ამბობს, რომ მათი ოპონენტები რეიტინგებით მანიპულირებენ თუ კი ოცნება ჯიეფკას არ ენდობა ნაციონალური მოძრაობა უნდობლობას ფსიქო პროეტის რეიტინგებს უცხადებს, რეიტინგებს რომელიც ქართულმა ოცნებამ დაუკვეთა და ზურაბ ბიგვავას კომპანიამ შეასრულა.
საზოგადოებრივ განწყობებს წინასაარჩევნოდ ყველა პარტია ზომავს, "თავისუფალი დემოკრატები" ამბობენ, რომ ყველა კვლევა ერთ სურათს დებს, არცერთ პოლიტიკურ ძალას დღეს მოსახლეობის მხარდაჭერის მიხედვით უმრავლესობა არ აქვს .
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განმარტებით, სწორედ ესაა რეიტინგების პოლიტიკური ძალა, მისი თქმით საზოგადოება დღეს კარგად გრძნობს სად ტყუის სოციოლოგია და სად არა
ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, უნდობლობის მიზეზი სხვაა, ექსპერტი ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში სოციოლოგია მთლიანად დისკრედიტირებულია.
რეიტინგები მხოლოდ წინაასაარჩევნო განწყობებს ასახავს, საბოლოო შედეგს ამომჩეველი 8 ოქტომბერს დადებს. 8-ში ქვეყანა ახალ პარლამენტს ირჩევს.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები