ამერიკის შეერთებული შტატების
საელჩო საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით
განცხადებას ავრცელებს.
"ამერიკის შეერთებული შტატების
საელჩო ულოცავს საქართველოს კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ
არჩევნებს, რომელიც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამინის
უფლებათა ოფისის შეფასებით ზოგადად ძირითადი თავისუფლებების
დაცვით ჩატარდა 8 ოქტომბერს.
"აგრეთვე
აღვნიშნავთ, რომ არჩევნები მინდინარეობდა წესრიგის დაცვით, მაგრამ
ვწუხვართ, რომ დაძაბულობამ იმატა დღის განმავლობაში და ადგილი ჰქონდა
რამდენიმე ძალადობრივ ინციდენტს საარჩევნო უბნებში. მტკიცედ
ვგმობთ ძალადობისა და დაშინების ცალკეულ შემთხვევას და მოვუწოდებთ
ყველა ამ ინციდენტის სრული და დაბალანსირებული გამოძიებისკენ
კანონის უზენაესობის დაცვით",-ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან,
განცხადების მიხედვით, ეს არჩევნები პირველი ნაბიჯია იმ პროცესში,
რომელიც მოიცავს განმეორებით კენჭისყრას.
"მოვუწოდებთ ყველა პარტიასა და მათ
მხარდამჭერებს, წყნარი და მშვიდობიანი გზით მიუდგნენ ამ არჩევნებს და
გადაჭრან არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი საქართველოს
კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ჩვენ გავაგრძელებთ პროცესის
მონიტორინგს, შესაბამისად დავაკვირდებით მომავალ საარჩევნო კამპანიასა
და განმეორებით კენჭისყრას",-ნათქვამია აშშ-ის საელჩოს
განცხადებაში.