საქართველოში გამართულმა საპარლამენტო არჩევნებმა დემოკრატიული
პროცესი უზრუნველყო.
"ლატვიის რესპუბლიკის
საგარეო საქმეთა სამინისტრო აფასებს საქართველოში 8 ოქტომბერს
გამართულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელმაც უზრუნველყო
დემოკრატიული პროცესი, იყო კარგად ორგანიზებული და ჩატარდა პოლიტიკური
კონკურენციისა და ფუნდამენტური თავისუფლების პატივისცემით ჩატარდა.
არჩევნები ჩატარდა მშვიდ და წყნარ გარემოში, ხმის დათვლა ხდებოდა
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად",- აღნიშნულია ლატვიის საგარეო
საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ლატვიის საგარეო საქმეთა
სამინისტრო მეორე ტურის გამართვამდე მხარეებს მოუწოდებს მშვიდი
პოლიტიკური გარემოსკენ, კონფრონტაციისგან თავშეკავებისაკენ და
დემოკრატიული პრინციპებისა და ქართველი ხალხის ნების
პატივისცემისაკენ. ასევე მოუწოდებს საქართველოს გააგრძელოს
თანამშრომლობა OSCE/ODIHR-თან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების
კუთხით"- ნათქვამია ლატვიის საგარეო
საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.