პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ მისი
ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით,
პროკურატურაში
პრეზიდენტის სიძის მინდია
გოგოჭურის მეგობრები დაიბარეს.
ერთ-ერთი მათგანი -
მიხეილ თათარაშვილი მთავარ პროკურატურაში ადვოკატთან სოსო
ბარათაშვილთან ერთად უკვე გამოცხადდა. მათ მედიასთან კომენტარი არ
გაუკეთებიათ.
თათარაშვილი
პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებული
გამოძიების ფარგლებში უწყებაში გამოკითხვაზე 11:00 საათზე იყო
დაბარებული, მოგვიანებით გამოკითხვის დრომ 12:00 საათისთვის
გადაიწია,
15:00 საათზე
პროკურატურაში გამოკითხვაზე ელოდებიან ასევე გოგოჭურის კიდევ ერთ
მეგობარ თორნიკე კაჭარავას.
როგორც ცნობილია,
უწყებამ აღნიშნულ საქმეზე გუშინ თავად პრეზიდენტის სიძე გამოკითხა.
რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ მინდია გოგოჭურმა პროკურატურა
უკომენტაროდ დატოვა.

