პრემიერი საგანგებო განცხადებას ავრცელებს: საქართველოში საარჩევნო
კამპანია ოფიციალურად დაიწყო და მინდა, საგანგებო განცხადებით
მივმართო პოლიტიკურ ძალებს, სახელმწიფო უწყებებს და მთელ საზოგადოებას
. უპირველეს ყოვლისა, მოვუწოდებ ყველას, უმოკლეს დროში მივიღოთ
წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ ძალთა ქცევის კოდექსი, რომელსაც,
იმედი მაქვს, ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ყველა პასუხისმგებლიანი
პოლიტიკური ძალა შეუერთდება. ცნობილია, რომ ქვეყნის საკანონმდებლო
ორგანო უკვე იხილავს ამ საკითხს, რაც უდავოდ მისასალმებელია, თუმცა
ძალიან მნიშვნელოვანია, და ამ განცხადების ერთ-ერთ მთავარ მიზანს
წარმოადგენს, რომ ქცევის კოდექსში ჩადებულ პრინციპებზე შედგეს
საზოგადოების ფართო კონსესუსი. კონსენსუსი, რომ არ იქნება
გამოყენებული ძალადობრივი მეთოდები, სიძულვილის ენა, ოპონენტების
შეურაცხყოფა, ღირსების შემლახველი ქმედება; ასევე,უზრუნველყოფილი
იქნება განსხვავებული აზრის პატივისცემა. მინდა მოვუწოდო სახელმწიფო
უწყებებს, მის თითოეულ თანამშრომელს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით
მოეკიდონ საკუთარ ნაბიჯებს, რათა არ მოხდეს მათი შესაძლო გამოყენება
რომელიმე მხარის სასარგებლოდ, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიისა.
უაღრესად მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს რესურსზე მაქსიმალურად
თანაბარი ხელმისაწვდომობა. მინდაყველას მოვუწოდო, არ დაუშვათ
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის. როგორც
მმართველი გუნდის ლიდერმა, მინდა მივმართო ჩვენს მომხრეებს: ჩვენი
ხელისუფლების მთავარი სიძლიერე და უპირატესობა სწორედ მის
დამოკიდებულებაშია ოპონენტების და განსხვავებული აზრის მიმართ. ამიტომ
უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ეს მიდგომა და არავის
მივცეთ საფუძველი კითხვის ნიშანი გაუჩნდეს ჩვენი მხრიდან
ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით. ჩვენ
ეს არ გვჭირდება - რადგან ისედაც გვაქვს ხალხის დიდი მხარდაჭერა!
განსაკუთრებით მივმართავ პოლიციას! ყველაფერი უნდა გაკეთდეს არამარტო
წესრიგის უზრუნველსაყოფად, არამედ დაძაბულობისა და ესკალაციის
ნებისმიერი გამოვლინების პრევენციისთვის. განსაკუთრებული ყურადღება
უნდა დაეთმოს რეგიონებს და ყველგან, სადაც დაპირისპირების რისკი
მაღალია, უნდა მოხდეს მაქსიმალური მობილიზება. სახელმწიფო
სტრუქტურების და ინსტიტუტების ვალდებულებაა, უზრუნველყონ ყველა
პოლიტიკური ძალის, განსაკუთრებით კი, ოპოზიციის კამპანიის
შეუფერხებლად წარმართვა.
უკვე დაწყებულია რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრები. ჩვენი
ხელისუფლება უზრუნველყოფსთანაბარ, მშვიდ და კონსტრუქციულ
წინასაარჩევნო გარემოს.