დელეგატებმა მთავარ
რეზოლუციაში შესატან შეწორებებზე იმუშავეს.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია გრძელდება.
დღევანდელი დღის წესრიგი კომიტეტების სხდომას ითვალისწინებდა,
დელეგატებმა მთავარ რეზოლუციაში შესატან შეწორებებზე იმუშავეს.
ეს არის 57 ქვეყნის 87 რეკომენდაცია, რომელიც შესაძლოა ეუთოს მთავარ
რეზოლუციაში აისახოს. ქათული დელეგაცია 5 შესწორებას ითხოვს, ის
საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებს შეეხება.
ქართული მხარე დეფინიიცის დაზუსტებასა და რუსული ოკუპაციის ხაზგასმას
მოითხოვენ. მთავარი რეზოლუციის შემდეგ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა
დამატებითი დოკუმენტების განხილვას დაიწყებს, მათ შორის არის
საქართველოს დელეგაციის 17 პუნქტიანი რეზოლუცია სახელწოდებით
'კონფლიქტები საქართველოში".
უკვე ცნობილია რომ, ქართულ დოკუმენტს რუსეთი მხარს არ დაუჭერს.
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის ნიკოლაი კოვალიოვის განცხადებით,
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რუსული დელეგაცია ოკუპირებული
ტერიტორიების შესახებ საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუციის ყველა
პუნქტს შეეწინააღმდეგება.
" არც ერთ შემთხვევაში რუსეთი არ აღიარებს ოკუპაციად იმას, რაც ხდება.
გუშინ და დღესაც გაისმის სიტყვები "ოკუპირებული ტერიტორია", მაგრამ
ყველაფერი, რაც რუსეთმა გააკეთა, იყო ნაკარნახევი მხოლოდ ადამიანების
სიცოცხლის გადარჩენის სურვილით. ", - განაცხადა ნიკოლაი
კოვალიოვმა.
მწვავე განცხადებებით პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტის
სხდომა გამოირჩეოდა. აქ მთავარი თემა გაყინული კონფლიქტები იყო.
დებატები მოჰყვა შვეიცარიის ინიციატივას, რომელიც რუსი
დეპუტატებისთვის ევროპის ტერიტორიაზე გადადაგილებასთან დაკავშირებით
სანქციების მოხსნას გულისხმობს. ამ შესწორების რეზოლუციაში ასახვას
კატეგორილად ეწინააღმდეგება უკრაინა.
ეუტოს საპარლამენტო ასამბლეა ხვალ, ისევ საკომიტეტო მოსმენებით
განახლდება. სამუშაო ფორმატში განიხილება მთავარ რეზოლუციაში შესატანი
ცვლილებები.
ასამბლეის მეხუტე დღეს კი დელეგატები "თბილისის დეკლარაციას"
დაამტკიცებენ. ფარული კენჭისყრით აირჩევენ საპარლამენტო ასამბლეის
ახალი პრეზიდენტს - წარდგენილ 3 კანდიდატს შორის ერთ-ერთი გიგი
წერეთელია. მას რუსეთის მხარდაჭერაც აქვს.