კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
სტამბოლის ტერაქტის გამოძიება
ოფიციალური ანკარა სტამბოლის ტერაქტთან ჩეჩენი აჰმედ ჩატაევის კავშირს ამ დრომდე ოფიციალურად არ ადასტურებს.

თურქეთში ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა.
ბოლო მსხვერპლი 4 წლის იორდანელი ბიჭუნა აღმოჩნდა, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. თურქეთის ძალოვანი უწყება გამოძიებას აგრძელებს. ცნობილია, რომ აეროპორტში თავი რუსეთის ორმა მოქალაქემ აიფეთქა. თუმცა ოფიციალური ანკარა სტამბოლის ტერაქტთან ჩეჩენი აჰმედ ჩატაევის კავშირს ამ დრომდე ოფიციალურად არ ადასტურებს. ტერორისტი, უშიშროების აგენტი თუ უბრალოდ ლტოლვილი - ვინ არის აჰმედ ჩატაევი და რა გზა განვლო მან ლაფანყურიდან სირიამდე.
სტამბოლის ტერაქტიდან 5 დღის შემდეგ თურქეთში გახმაურებული სასამართლო პროცესი დაიწყო. ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული 13 პირი განსასჯელის სკამზე დღეს პირველად დაჯდა. პროცესი მედიისთვის დახურული იყო. დღესვე თურქეთის პრეზიდენტმა ათათურქის სახელობის აეროპორტი, ტერაქტის შემდეგ პირველად, მოინახულა. ერდოღანმა ტრაგედიის ადგილი კომენტარის გარეშე დატოვა.
მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში ტერორიზმის ბრალდებით რამდენიმე პირია დაკავებული, პასუხი მთავარ კითხვაზე - ვინ არის ტერორისტული აქტის ორგანიზატორი კვლავ პასუხგაუცემელია. ოფიციალური ანკარა ამ დრომდე დუმს.
მედია ტერაქტის ჩეჩნურ კვალზე წერს. უოლ სტრიტ ჯურნალის ცნობით, კი, აჰმედ ჩატაევის ადგილსამყოფელის დასადგენად თურქეთის ხელისუფლებამ ოფიციალურ ვაშინგტონს დახმარება სთხოვა.
""პირველ რიგში, ჩვენ არ გვაქვს დადასტურება იმისა რომ ჩატაევი ათათურქის აეროპორტში მომხდარი თავდასხმის ორგანიზატორი იყო. მე გავეცანი მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. არ ვიცი, 4 წლის წინ რა ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხდა ჩატაევის გათავისუფლება, ამიტომ ამ გადაწყვეტილებას ვერ შევაფასებ.""-აცხადებს ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი.
აშშ-ის კონგრესის უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მაიკლ მაკომის განცხადებით,
დიდი ალბათობით ამ თავდასხმის ორგანიზატორი აისის ის ერთ-ერთი ლიდერი აჰმედ ჩატაევია.
" ჩეჩენი მეამბოხე, რომელიც რუსეთის ნომერ პირველი მტერია. ის სირიაში ბევრჯერ იყო. საგარეო ოპერაციებზე აგებს პასუხს",-აცხადებს მაკომი.
ათათურქის აეროპორტის 28 ივნისის სისხლიანი ღამის ავტორად რუსული მედია პირველი დღიდან აჰმედ ჩატაევს ასახელებს. საუბრობენ იმაზეც, რომ მან სირიაში გამგზავრებამდე საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. პანკისში კი სტამბოლის ტერაქტის ჩეჩნურ კვალს გამორიცხავენ და ამ ვერსიის შექმნაში კრემლს ადანაშაულებენ.
ეუთოს რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის ნიკოლაი კოვალიოვის
განცხადებით,აჰმედ ჩატაევის გადაცემას 13 წლის განმავლობაში მოითხოვდა.
""რუსეთი ტერორისტი აჰმედ ჩატაევის გადაცემას 13 წლის განმავლობაში მოითხოვდა. მაგრამ უარი გვეთქვა. ჩვენ გვქონდა ყველა შესაძლებლობა სტამბოლში მომხდარი ტერაქტის ასაცილებლად. საჭირო იყო მხოლოდ თანამშრომლობა.""
იყო თუ არა ჩატაევი საქართველოს მოქალაქე და აქვს თუ არა მას სტამბოლის ტერაქტთან კავშირი - ჩატაევის საქმე საქართველოს პოლიტიკურ წრეებში დაპირისპირების საგნად იქცა. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ჩატაევის გათავისუფლების გადაწყვეტილება მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა დამოუკიდებლად მიიღო.
ახმედ ჩატაევი, რომელიც ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ, სააკაშვილის ხელისუფლებამ გაასამართლა, 2012 წელს კი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, 2015 წელს შეერთებულმა შტატებმა ომარ ალ შიშანთან, ერთად ტერორისტების გლობალურ შავ სიაში შეიყვანა. გავრცელებული ცნობით, ის სირიაში დაჯგუფება ""იარმუკის"" ლიდერია და მებრძოლებში დიდი გავლენით სარგებლობს.



Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები