კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
ლევან ვარშალომიძე საქართველოში დაბრუნდა

 

ოდესური ოდისეა დასრულდა . ახლა უკვე ვარშალომიძეს, მშობლიურ ქალაქში პოლიტიკური ოპონენტების თავდასხმებისა თუ კრიტიკის გამკლავება მოუწევს.

სარფში აჭარის მთავრობის ყოფილ მეთაურს მხურვალე გულშემატკივართან ერთად მოწინააღმდეგეებიც ელოდებოდნენ. ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებისგან განსხვავებით, ლევან ვარშალომიძეს სამშობლოში დაბრუნება ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანზაციის წარმომადგენელმა ფეხსაცმლის სროლით მიულოცა. სამართალდამცავებმა ის წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადგილზევე დააკავეს.

წარსულში იმ რეგიონის მეთაურს, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული იყო, კონკრეტულ გეგმებზე დღეს არ უსაუბრია. ლევან ვარშალომიძემ მხოლოდ ის იცის, რომ ზუსტად იმ ბათუმში ჩამოვიდა, რაც დატოვა. ერთის გამოკლებით - ,,ოცნების" გამოჩენამდე მას როგორც მეთაურს ფეხსაცმელს არ ესროდნენ:

ლევან ვარშალომიძემ ყოფილ პირველ ლედისთან ერთად ბათუმის ძველი უბნები მოინახულა. სანდრა რულოვსისთვის მის ჩამოსვლას სიმბილური დატვირთვა აქვს.

ლევან ვარშალომიძის დაბრუნება დაკავშირებით ბათუმელები სხვადასხვა აზრზე არიან. ნაწილი ვარშალომიძის ხელისუფლებაში დაბრუნების მოლოდინშია, ნაწილი კი მისი წარსული საქმიანობის გამოძიებას ითხოვს.

1 ლარად გასხვისებული მიწები და პრივატიზაციის საკითხები - სწორედ ამ თემებზე დაუსვა კითხვები ლევან ვარშალომძეს პროკურატურამ 2014 წელს. ამის შემდეგ მან საქართველო დატოვა, თუმცა გამოძიებას ამ დრომდე აჭარის მთავრობის ყოფილი ლიდერის ბრალეულობაზე კონკრეტული აღარაფერი უთქვამს.

აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი აუცილებლობის შემთხვევაში ძველ საქმეებზე პროკურატურასთან თაანამშრომლობას აპირებს. თუმცა მისთვის პრიორიტეტი არჩევნებია. ამომრჩევლების გადასაბირებლად ვარშალომიძეს 100 დღე აქვს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები