კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
გაზზე მომუშავე ოვტომობილების შემოწმება

ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულოა და მისი ფასი 150-დან 250 ლარამდე მერყეობს.

საქართველოში ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების შემოწმება დაიწყო.
ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულოა და მისი ფასი 150-დან 250 ლარამდე მერყეობს.
შემოწმებას რამდენიმე კომპანია განახორციელებს. იმ შემთხვევაში თუ 2017 წლის პირველ იანვრამდე ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების მფლობელები დათვალიერებას არ გაივლიან - დაჯარიმდებიან.
კობა სახეჩიძე წელიწად ნახევარია საწვავად ბუნებრივ აირს იყენებს. ალტერნატიული საწვავის გამოყენების გადაწყვეტილება, შედარებით დაბალი ფასის გამო მიიღო. ავტომობილის მფლობელი ამბობს, რომ მანქანაში დამონტაჟებული ბუნებრივი აირის ავზს 15 წლიანი ვადა აქვს, თუმცა სავალდებულო შემოწმების შესახებ ამ დრომდე ინფორმაციას არ ფლობდა.
ინფორმაციის ნაკლებას უჩივის მძღოლების უმრავლესობა. ავტომანქანის მფლობელები ინსპექტირებას სავალდებულოდ მიიჩნევენ, თუმცა აქცენტს შემოწმების ხელმისაწვდომ ფასზე აკეთებენ.
ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების საფასური 150 ლარიდან 250 ლარამდე მერყეობს. მას ამჟამად ორი კომპანია შპს "აირბალონი" და შპს "გაზინჟინერი" ახორციელებს. ინსპექტირების გავლის შემთხვევაში, ავტომანქანის მფლობელი სპეციალურ სერთიფიკატს 3 წლის ვადით მიიღებს.
მძღოლები, რომლებიც შეუმოწმებელი ავტომობილით იმოძრავებენ 100 ლარით დაჯარიმდებიან. საჯარიმო სანქციის აღსრულება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა.
შპს "ეკოტრანსპორტცენტრის" ხელმძღვანელი ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომანქანების კონტროლს მიესალმება, თუმცა ფიქრობს, რომ ავტომობილების ნაწილის შემოწმება სასურველ შედეგს ვერ მოიტანს.
გაზზე მომუშავე საზოგადოებრივი ტრანსპორტის და 24 წელზე მეტი ავტომანქანების ისპექტირება სავალდებულო 2017 წლის პირველ იანვრამდეა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები