კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
ქართული ღვინის ფესტივალი ჩინეთში
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და მარკეტინგული კომპანია „Meiburg Wine Media”-ის ორგანიზებით, შანხაისა და ჰონგ-კონგში ქართული ღვინის ფესტივალი ჩატარდა.
ორი დღის განმავლობაში, შანჰაის "რუზველტის სახლსა" და ჰონგ-კონგის სასტუმრო "კორდისში" გამართულ ქართული ღვინის მასტერკლასებსა და დეგუსტაციებს კომპანია Meiburg Wine Media-ს ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრ დებრა მეიბურგი უძღვებოდა.
ქართული ღვინის ფესტივალს მრავალი ვიზიტორი ესტუმრა: ადგილობრივი მედიის, ღვინის ინდუსტრიის, სასტუმროებისა და რესტორნების, იმპორტიორი კომპანიების, ღვინის საგანმანათლებლო, ღვინის მარკეტინგული კომპანიების წარმომადგენლები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ჩინეთის ბაზარზე.
მთელი დღის განმავლობაში სტუმრები ეცნობოდნენ ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურას, აგემოვნებდნენ ქართულ ღვინოებს ადგილობრივ პოპულარულ კერძებთან ერთად.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული ღვინის კომპანოების სხვადასხვა სტილის ღვინოები: "ბაგრატიონი", "შატო მუხრანი", "დუგლაძეების ღვინის კომპანია", "Gჭშ", "კახური ტრადიციული მეღვინეობა", "კახური ღვინის მარანი", "მეღვინეობა ხარება", "მილდიანი" "უსახელაური ვენახები".
მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით ჩინეთში ექსპორტირებულია 1,9 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 148%-ით აღემატება გასულის წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.


Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები