ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება.
აბიტურიენტები ტესტებს დღეს ზოგად
უნარებში აბარებენ.
მათ უკვე მონაწილეობა მიიღეს 1-2 ივლისს, ასევე ოთხ სესიად გამართულ
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში.
ერთიანი ეროვნული გამოცდებში დღეს აბიტურიენტები ტესტებს ზოგად
უნარებში აბარებენ.
ზოგადი უნარების გამოცდა 4-5 ივლისს, 4 სესიად იმართება.
აბიტურიენტებს გამოცდის ჩასაბარებლად 3 საათი და 10 წუთი აქვთ
საგამოცდო პროცესი 22 ივლისამდე გაგრძელდება.
დარჩენილ საგნებში გამოცდების განრიგი კი, ასეთია:
6-7 ივლისი პირველი და მეორე სესია ინგლისური ენა; 6 ივლისი პირველი
სესია რუსული ენა; 6 ივლისი მეორე სესია ფრანგული ენა; 7 ივლისი მეორე
სესია რუსული ენა; 7 ივლისი პირველი სესია გერმანული ენა; 12 ივლისი
მეორე სესია სამოქალაქო განათლება; 14 ივლისი პირველი სესია
მათემატიკა; 15 ივლისი პირველი და მეორე სესია გეოგრაფია; 18 ივლისი
პირველი და მეორე სესია ისტორია; 19 ივლისი პირველი სესია ლიტერატურა;
20 ივლისი პირველი სესია ბიოლოგია; 21 ივლისი პირველი სესია სახვითი
და გამოყენებითი ხელოვნება; 21 ივლისი პირველი სესია ქიმია; 22 ივლისი
პირველი სესია ფიზიკა.
წელს პირველად გამოცდა ყველა საგანში ნაწილობრივ ელექტრონულად
ბარდება.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 38 500- ზე მეტმა აბიტურიენტმა
გაიარა.