სიახლეები
აქცია ვაკის გამგეობასთან
მოსახლეობის ნაწილი 15 სართული კორპუსის მშენებლობის დაწყების  წინააღმდეგია.

შეკრების ეპიცენტრი გამგეობის შენობა იყო -კომპანიის წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს შორის რადენიმე წუთიანი კამათი შედეგის გარეშე დასრულდა-ადგილობრივები პროექტის გაუქმებას  -მეპატრონე კი გეგმის განხორციელებას   მოითხოვს.

პრექტი შპს ველაჯიოს მიერ ხორციელდება - თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს და ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის დაიწყება თუ არა მშენებლობა.

რაც შეეხება  მოსახლეობის  საჩივარს, მერიაში მათ პრეტენზიებს დეტალურად შეისწავლიან. შესწავლის პროცესი კი სავარაუდოდ  აქციის ფონზე წარიმართება-  ვაკის მაცხოვრებელთა  მორიგი შეკრება  შაბათს მერიასთან  დაანონსდა..

Print