სიახლეები
პრეზიდენტის განცხადება
საქართველოს პრეზიდენტი მის წინამორბედს
აკრიტიკებს. გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ ტაქტს
უწუნებს
პრეზიდენტი ამბობს, რომ
ექსპრეზიდენტი საქართველოს სახელმწიფოზე თავდამსხმელი განცხადებების
კომენტირებას აკეთებს
. საუბარია სტამბოლის ტერაქტის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მიერ
გაკეთებულ განცხადებებზე, კონკრეტულად აჰმედ ჩატაევის შესაძლო
მონაწილეობაზე ამ ტერაქტში.
მარგველაშვილს მიაჩნია, რომ სააკაშვილის გამონათქვამები ამ საკითხთან
დაკავშირებით ზღვარგადასული იყო. პრეზიდენტის აზრით, მაშინ როდესაც
ქართული სახელმწიფო და ქართველი ჯარისკაცები ტერორიზმს ებრძვიან არა
მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმით, მონაწილეობენ საერთაშორისო
მისიებში, ანტიტერორისტულ ოპერაციებში, საქართველოს ხელისუფლების
ყოფილი და მოქმედი წევრები დაკავებული არიან ერთმანეთისკენ თითის
გაშვერით და უსაგნო ურთიერთბრალდებებით“.
კითხვაზე, ვის გულისხმობდა პრეზიდენტი იმ პირებში, ვინც ”იმაზე მეტს
ლაპარაკობს ვიდრე სათქმელია”, პრეზიდენტის პრესპიკერმა, ეკა
მიშველაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი გულისხმობს ყველა იმ ადამიანს,
ვინც ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა.