ჯერ ისევ
უცნობია, როდის მოისმენს საგარეო უწყება აშშ-ში საქართველოს
ელჩის
არჩილ გეგეშიძის ახსნა განმარტებას -„ნეტგაზეთისთვის“ მიცემულ
ინტერვიუსთან დაკავშირებით, სადაც დიპლომატი მთავრობაში პრო-რუსული
ძალების არსებობაზე საუბრობს. მინისტრი ჯანელიძე აცხადებს, რომ
შემდგომი ნაბიჯები ელჩთან დაკავშირებით, მედიისთვის ცნობილი გახდება.
რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს - პოლიტიკოსებს მიაჩნათ რომ
უხერხულია, როცა ქვეყანაში მაღალი რანგის ამერიკული დელეგაციის ვიზიტი
იმართება, რომელსაც ელჩი არ ესწრება.