სიახლეები
ჯონ კერი ოპოზიციას შეხვდა
ოფიციალური ვიზიტის მეორე დღე, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა
ოპოზიციის წევრებთან შეხვედრით დაიწყო.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა ნახევარ საათს გაგარძელდა.
საუბარი შეეხო, როგორც ქვეყნებს შორის ორმხრივ თანამშრომლობას და ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ასევე საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს, მედიის თავისუფლების საკითხებს და შიდა პოლიტიკურ ვითარებას.
მხარეებმა ვარშავის სამიტის წინ - ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერაზე გაამახვილეს ყურადღება.
ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ, კერი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.

Print