საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში აშშ-ის
სახელმწიფო მდივნის ვიზიტი შეაფასა, როგორც ვაშინგტონის მხრიდან
საქართველოს მიმართ არსებული ძლიერი მხარდაჭერის გამოხატულება.
მინისტრის
მისი თქმით, აღნიშნული ვიზიტი ხელშესახები შედეგებით დასრულდა,
რაც მრავალი მიმართულებით კიდევ უფრო გააღრმავებს სტრატეგიულ
პარტნიორთან საქართველოს თანამშრომლობას.
„ეს ვიზიტი ხელშესახები შედეგების მომტანია საქართველოსთვის. თავად ის, რომ სახელმწიფო მდივნის ვიზიტი განხორციელდა ვარშავის სამიტის წინ, იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ აშშ საქართველოს გვერდით უდგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ძალიან მკაფიო გზავნილი მოვისმინეთ საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განუხრელი მხარდაჭერის კუთხით. მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ასევე თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით, რომ ჩვენ გვექნება ძალიან მტკიცე მხარდაჭერა და კონკრეტული მხარდაჭერა აშშ-ს მხრიდან და ამის დასტურია ის მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა გუშინ. გაღრმავდება ჩვენი ურთიერთობები განათლების სფეროში, ეკონომიკური მიმართულებით, ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი კონკრეტული შედეგებით დატვირთული ვიზიტი“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.