სიახლეები
ზაქარეიშვილი აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე
„საქართველო დაინტერესებულია, აფხაზეთის ტერიტორიაზე ყველა პრობლემა მშვიდობიანი გზით მოგვარდეს“ .
- აღნიშნული განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა - სოხუმში არსებული დაძაბული ვითარების კომენტირებისას გააკეთა.
სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, აფხაზეთში მიმდინარე პროცესები შემაშფოთებელია.
ბუნებრივია, აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესები ძალიან შემაშფოთებელია, სამწუხაროდ, დაპირისპირებული მხარეები არ ერიდებიან თავიანთი საქმეების მოგვარებას ძალისმიერი მეთოდების გარეშე. საქართველოს სახელმწიფო დაინტერესებულია, აფხაზეთის ტერიტორიაზე ყველა პრობლემა მოგვარებული იყოს მშვიდობიანი გზით და გამორიცხული იყოს ძალადობა, მით უმეტეს, რაიმე მსხვერპლი“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
აფხაზეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში რეფერენდუმთან დაკავშირებით, რომელიც 10 ივლისს უნდა გაიმართოს, აქციები მიმდინარეობს.

Print