სიახლეები
რიმა ბერაძის გამოკითხვა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „ქართული ოცნების“ მიერ ამომრჩეველთა სავარაუდო
მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით რიმა ბერაძე გამოკითხა.
საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯომარის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებზე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნების“ იურისტებმა ისაუბრეს. მათი განცხადებით, რიმა ბერაძის ინიციატივით და „ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის“ ხელმძღვანელის ორგანიზებით, ჩუღურეთის რაიონში მდებარე საჯარო სკოლების პედაგოგებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
„სამართლიან არჩევნებში“ მიიჩნევს, რომ ეს ქმედება ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთინების შესახებ“ ორგანული კანონით იკრძალება.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე აცხადებს, რომ კანონი არ დაურღვევია და კვლავ გააგრძელებს სიკეთის კეთებას.
„მიმაჩნია, რომ გაკეთდება მოკვლევა და კანონის შესაბამისად მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. მე გახლავართ ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი. ჩემი უფლება-მოვალეობაა და პირდაპირ საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ მავალდებულებს, რომ მე ვიზრუნო ადამიანებზე და მე ხელი შევუწყო მათ კეთილდღეობას. მიმაჩნია, რომ მე არ დამირღვევია კანონი, რადგან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩემ მიერ ანალოგიურად ძალიან ბევრი აქცია იქნა ჩატარებული და კვლავაც გავაგრძელებ სიკეთის კეთებას“ - განაცხადა რიმა ბერაძემ.

Print