„სავიზო
რეჟიმის გაუქმება გაზრდის საქართველოს მიმზიდველობას ოკუპირებული
რეგიონების
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის, რაც ხელს შეუწყობს ამ
კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებას“ - განცხადება ანდრეას
მამიკინსმა, საგარეო საქმეთა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და ევროპარლამენტის წევრი საქართველოს
საკითხის მომხსენებელი იყო.
.შეგახსნებთ, კომიტეტმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებას
მხარი დაუჭირა. ევროპარლამენტის შინაგან საქმეთა კომიტეტში
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე კენჭისყრა
ზაფხულის საპარლამენტო არდადეგების შემდეგ გაიმართება.