სიახლეები
სახელმწიფო რწმუნებულები და არჩევნები
ირაკლი ქადაგიშვილმა თავისუფალი-დემოკრატები დატოვა.

პარტიის ყოფილი თავმჯდომარე კონსულტაციებს პრემიერ მინისტრთან მართავს. სავარაუდოდ ის ოპოზიციიდან პირდაპირ კახეთის გუბერნიაში რწმუნებულის თანამდებობაზე -გადაინაცვლებს.

ის ვინც სავარაუდოდ ქადაგიშვილმა უნდა შეცვალოს მივლინებაშია, ირაკლი შიოლაშვილმა ცვლილების შესახებ კომენტარი არ ისურვა ცნობილია, რომ შიოლაშვილი ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის  სანდო კადრია .

მცხეთა მთიანეთის გუბერნატორი პოლიტიკურ გემოვნებას არ მალავს, თუმცა პირობას დევს, რომ შეხედულებებს  მოვალეობებისგან  მკაცრად გამიჯნავს..

არსებული ინფორმაციით იმერეთის გუბერნიას დაემშვიდობება გივი ჭიჭინაძე , ის სავარაუდოდ ქართული ოცნების საპარლამენტო სიაში იქნება

იმერეთის გუბერნატორი, რომელიც ადგილობრივების თქმით, რეგიონს თბილიდან მართავს.

ქართულ პოლიტიკას წინასაარჩენოდ  განსაკუთრებულად გააქტიურებული რწმუნებულები ახსოვს , როგორც წესი ადგილობრივი მმართველები  შვებულებას არჩევნებს ამთხვევენ და კამპანიაში აქტიურად ერთვებიან.

არსებული ინფორმაციით, წინასაარჩევნოდ  გიორგი კვირიკაშვილი ახალი ძალების მობილიზებას იწყებს, ამ ტალღაში შედიან გუბერნატორებიც, ვინ დაემშვიდობება რწმუნებულის მანდატს - მალე გაირკვევა.

Print