წყალდიდობა ბათუმში, ქალაქში დილიდან წვიმს, რის გამოც ცალკეული უბნები დაიტბორა.
რთული სიტუაცია შეიქმნა, ბაგრატიონის, ლერმონტოვის, აღმაშენებლის და დიმიტრი თავდადებულის ქუჩაზე.წყალი საცხოვრებელ სახლებში შევიდა, დაიტბორა ეზოები და სახლების პირველი სართულები, მოსახლეობა შექმნილ სიტუაციას სანიაღვრე არხების გაუმართაობას უკავშირებს.
სტიქიაა იმერეთშიც - ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია სამტრედიის, ბაღდათისა და ვანის რაიონები. განადგურდა სახნავ სათესი მიწები, დატბორილია სახლები და დაზიანებულია შიდა სასოფლო გზები. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. გამგეობებში სპეციალური ჯგუფები შეიქმნა, რომლებმაც ზარალის მოცულობა უნდა დაადგინონ.