სიახლეები
საარჩევნო დაპირებები პენსიონერებს
პენსიონერების გულის მოსაგებად საქართველოში სოციალური თემატიკა კვლავ უცვლელია.

შესაბამისად, წინასაარჩევნოდ ყველა პოლიტიკური ძალა შეეცდება პენსიონერის მხარდაჭერის მოპოვებას  - ამბობს პიარ კონსულტანტი კახა მაღრაძე.

სოციალური შეჯიბრი პარტიებს შორის უკვე დაიწყო. „თავისუფალი დემოკრატები“  პენსიონერებს პენსიის 300 ლარამდე ზრდას ჰპირდებიან.

„ნაციონალური მოძრაობა“ შედარებით დაბალ ფსონს ჩამოდის და პენსიის ზრდას 50 ლარით პროგნოზირებს.

რაც შეეხება მმართველს გუნდს, საარჩევნო პროგრამაში პენსიების ზრდა დააანონსა, თუმცა, ამ ეტაპზე კონკრეტულ რიცხვებს არ ასახელებენ.

ოფიციალური მონაცემებით დღეს საქართველოში   713 ათასი პენსიონერია, რაც  ამომრჩევლის 23%-ს შეადგენს. ბუნებრივია, პოლიტიკური პარტიებისთვის ელექტორატის ამ ნაწილის გულის მოგება მნიშვნელოვანია.

Print