სიახლეები
''BLACK SEA ARENA''-ს კრისტინა აგილერა გახსნის
Black Sea Arena 30 ივლისს მსოფლიო პოპვარსკვლავის კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნება.
კონცერტზე დასასწრები ბილეთები ხვალიდან tkt.ge-ზე გაიყიდება - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე Black Sea Arena-ს დირექტორმა დიმიტრი ბერიძემ განაცხადა.
პრესკონფერენციას ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანიც დაესწრო.
ექვსგზის გრემის მფლობელი ვარსკვლავის შოუკონცერტზე დასწრების საშუალება 9500-მდე ქართველ და უცხოელ მსმენელს მიეცემა.
აგილერა კონცერტზე ცნობილ ჰიტებს შეასრულებს. ბილეთების გაყიდვა tkt.ge-ზე 12 ივლისს დილის 9:00 საათზე დაიწყება.

Print