სიახლეები
„ცენტრ-პოინტის“ საქმე

 

მითვისებული მილიონები და შეუსრულებელი ვალდებულებები, ასობით ოჯახის მიმართ - ცენტრ პოინტ აჭარას საქმე გახსნილია.

პროკურატურა ამბობს, რომ დანაშაულებრივი სქემის შედეგად, რჩეულიშვილების ოჯახმა, მენაშენეთა კუთვნილი ფულადი თანხა, 20-მილიონამდე ლარი არამიზნობრივად გაფლანგა.

სისიხლის სამართლის საქმე მაია და გურამ რჩეულიშვილების, ირაკლი მინდელისა და სალომე ჩარკვიანის წინააღმდეგ აღიძრა.

გურამ რჩეულიშვილზე ძებნაც გამოცხადდა, რადგან ის დღეს დაკითხვაზე არ მივიდა.

 

Print