სიახლეები
ბადრი ბასიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება
„ნაციონალური მოძრაობა“ სკანდალურ ფიგურას აქტიურ პოლიტიკაში აბრუნებს.

ბადრი ბასიშვილი გორის მაჟიროტარად დაასახელეს, ხურვალეთი კარალეთის დარბევა, დარბევა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ფურცელაძის ქუჩაზე- ყველა შემთხვევაში ბასიშვილის გვარი ფიგურირებს.

ბადრი ბასიშვილი აქტიურ პოლიტიკაში გორისციხის ფერდობიდან დაბრუნდა, სწორედ იქ წარუდგინა  მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

2012 წლამდე ბადრი ბასიშვილი  შიდა ქართლში გუბერნატორის მოადგილე და „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო, თუმცა ოპონენტები მას სხვა სტატუსით იცნობდნენ. ეწ. ლიახვის ზონდერ ბრიგადების ხელმძღვანელი- ბასიშვილს მაშინდელ ინციდენტებში დაზარალებულები დღესაც იგივე ბრალდებას უყენებენ .

7 ნოემბერი , ხურვალეთი, კარალეთში ქვების სროლით გამოცილებული კახა კალაძე და „ქართული ოცნების“ აქტივისტები, 26 მაისის აქციების დარბევა. ეს ფაქტების მცირე ჩამონათვალია, რომელთა ორგანიზებაშიც ბადრი ბასიშვილს ოპონენტები ბალს სდებენ.გორის მაჟორიტარობის კანდიდატი და მისი წარმდგენებიც ზონდერ დაჯგუფებთან ასოცირებას კატეგორიულად გამორიცხავენ

ჟურნალისტი ირაკლი კორძაიას განცხადებით, ფაქტების გახსენება უსამართლო  ეპიტეთებს არ ნიშნავს. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ბასიშვილის გამოცდილება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დონეცკის არჩევნებშიც  გამოიყენა.

ახლა კი მისი წარდგენა, კორძაიას თქმით,  საარჩევნოდ პროვოკაციებისთვის მზადებას ნიშნავს

ბადრი ბასიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების გამო  ოპოზციურმა პარტიებმა „ქართული ოცნებაც“ გააკრიტიკეს. ჩატარდა თუ არა გამოძებიება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, გია ვოლსკის განმარტებით ამაზე პროკურატურამ უნდა იზრუნოს. დეპუტატს არ აქვს ინფორმაცია დაიკითხა თუ არა ბასიშვილი ამ წლების განმავლობაში

ბადრი ბასიშვილი მოსახლეობასთან შესახევდრად ემზადება. ვისთან მოუწევს საარჩევნო ბრძოლა ჯერ უცნობია, პოლიტიკურ პარტიებს კანდიდატები არ დაუსახელებიათ.

Print