ცენტრ-პოინტის“
დამფუძნებელს მაია რჩეულიშვილს, მის ვაჟს გურამ
რჩეულიშვილს
„ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებელს მაია რჩეულიშვილს, მის ვაჟს გურამ
რჩეულიშვილს და ბათუმის "თეთრი მაგნოლიას" პროექტის ხელმძღვანელ
პირებს, აღკვეთის ღონისძიებას სავარაუდოდ დღეს შეუფარდებენ.
ბრალდებულებს თანხის გაფლანგვას ედავებიან. მათგან ორი - „ცენტრ
პოინტ“ აჭარას დირექტორი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი,
სალომე ჩარკვიანი პატიმრობაში იმყოფებიან.
გურამ რჩეულიშვილი კი ბრალის წარდგენის ღონისძიებაზე არ გამოცხადდა და
ამ დრომდე მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომა საქალაქო სასამართლოში უნდა
დაიწყოს.