- აღნიშნულთან დაკავშირებით
პარტიის წევრებმა სპეციალურ ბრიფინგი გამართეს.
„ ჯერ კიდევ 27
მარტს განვაცხადეთ, რომ კენჭს ვიყრიდით დამოუკიდებლად კოალიციისა და
ბლოკის გარეშე. ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც
მომართულია საქართველოს ჯანსაღი და შეუქცევადი დემოკრატიული
განვითარების მხარდაჭერისთვის",- განაცხადა "რესპუბლიკური
პარტიის" თავმჯდომარე,
ხათუნა სამნიძემ.
ხათუნა სამნიძის განცხადებით,
საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო კამპანიის ლიდერი და სიის პირველი
ნომერი იქნება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი
იქნება. პარტია საპარლამენტო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე წარსდგება სახელწოდებით „უსუფაშვილი -
რესპუბლიკელები“.
პარტიის საარჩევნო შტაბს პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე
უხელმძღვანელებს. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში კამპანიას
გაუძღვება და საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნება პარტიის
პოლიტიკური მდივანი დავით ბერძენიშვილი.
"მთავრობის წევრების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა კონსულტაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. რესპუბლიკური პარტიის მხრიდან იყო მზადყოფნა კოალიციური სამთავრობო ვალდებულებების ბოლომდე შესრულების თაობაზეც. თუმცა, პარტია „ქართული ოცნებისთვის“ ამ ეტაპზე მიუღებელი აღმოჩნდა ევროპულ კოალიციურ პრინციპებზე დაფუძნებული მთავრობა.
შესაბამისად, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ტოვებენ თანამდებობებს. რამდენიმე დღეში პარტიასთან და პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით ისინი დაასრულებენ მიმდინარე საქმეებს სამინისტროებში. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა სხვა არჩევანი გააკეთა, გაემიჯნა პარტიას და რჩება თანამდებობაზე",-განაცხადა ბრიფინგზე ხათუნა სამნიძემ,.
რესპუბლიკური პარტია უახლოეს ხანებში გააცნობს საზოგადოებას საარჩევნო პროგრამას, პარტიულ სიას და მაჟორიტარ კანდიდატებს.