სიახლეები
პეტრე-პავლობის დღესასწაული
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე საზეიმო ლიტურგიას სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში აღავლენს.

პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარხვა უძღოდა. მარხვა 27 ივნისს, დაიწყო და დღეს ხსნილდება. ქრისტეს მოციქულთა შორის, მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს და მათ თავმოციქულებად მოიხსენიებს.

Print