გიგლა აგულაშვილი ამ ეტაპზე მხოლოდ წერილობითი განცხადებით შემოიფარგლა და განმარტა, რომ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.
რესპუბლიკლელებმა გიგლა აგულაშვილთან ერთად არაერთი წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნები გამოიარეს, თუმცა მათ რიგებში აგულაშვილი აღარ იქნება. ხანგრძლივი თანამშრომლობის შემდეგ პოლიტიკური დაშორება შედგა.
როგორც ჩანს ყოფილი თანაგუნდელების ნაწილისთვის აგულაშვილის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა. პარტია, სადაც ის 2005 წლიდან 2012 წლამდე აღმასრულებელი მდივანი იყო, არჩევნებისთვის ბრძოლას ახალი სახეებით აპირებს.
რესპუბლიკელების ნაწილმა გარემოს დაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას უკვე შეცდომა უწოდა.
მრავალფეროვანი პროფესიული წარსულით, აქამდე რესპუბლიკური პარტიის ერთგული წევრი, ახლა ქართული ოცნების რიგებშია. ქართულ ოცნებასთან“ ერთად აპირებს საქმიანობის გაგრძელებას და ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში წვლილის შეტანას, თუმცა რა საქმეები დარჩა გასაკეთებელი და რა როლი ექნება ოცნების წინასაარჩევნო კამპანიაში,. ამ შეკითხვებისთვის ჯერ გიგლა აგულაშვილს არ უპასუხია.