აღკვეთის რა ღონისძიება შეეფარდებათ ცენტრ პოინტის საქმეში ბრალდებულებს,
მაია და გურამ რჩეულიშვილებსა და დაკავებულ ირაკლი მინდელსა და სალომე ჩარკვიანს. ამ წუთებში საქალაქო სასმართლოში პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ყველა ბრალდებული ესწრება, გარდა გურამ რჩეულიშვილისა, რომლის ადგილსამყოფელი ამ დროისათვის უცნობია.
პროკურატურა „ცენტრ პოინტის“ საქმეზე ოთხივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. ბრალდებულების ჩარკვიანისა და მინდელის ადვოკატები კი აღკვეთის ღონისძიებად 20 ათას ლარიან გირაოს ითხოვენენ.
მაია რჩეულიშვილის, ირაკლი მინდელის, სალომე ჩარკვიანის და გურამ რჩეულიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც თანხების მითვისებას და გაფლანგვას გულისხმობს.