პარტიის 20-მდე ახალ სახეს ხვალ, საგურამოში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს.
ვისზე დებს ფსონს მმართველი პარტია - ოფიციალურად სიის შემადგენლობა ცნობილი ხვალ გახდება, თუმცა მანამდე კულუარებში, სახელისუფლებო გუნდის ახალ სახეებზე საუბრობენ.
სააკაშვილის მთავრობის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, სალომე ზურაბიშვილი, ჯინდალ პეტროლიუმის გენერალური დირექტორი, ბექა ოდიშარია, შევარდნაძის მთავრობაში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი - გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ეს ადამიანები აღმოჩნდებიან ქართული ოცნების საარჩევნო სიაში.