"უსუფაშვილი რესპუბლიკელები"
-პარტია არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს და საარჩევნო
კამპანიას იწყებს. სიის პირველი ნომერი პარლამენტის თავმჯდომარე
იქნება. რესპუბლიკელთა მინისტრები თანამდებობებს დატოვებენ, რადგან
მიუხედავად შეთავაზებისა, კოალიციური მთავრობის შენარჩუნების შესახებ,
ხელისუფლებასთან შეთანხმება ვერ შედგა. თინა ხიდაშელი თანამდებობიდან
შეერთებული შტატებიდან ჩამოსვლის შემდეგ წავა, მიდის ზაქარეიშვილიც.
გიგლა აგულაშვილს კი სხვა გეგმები აქვს.
სამი რესპუბლიკელი მინისტრიდან ორმა არჩევანი საკუთარ პარტიაზე გააკეთა. დღეს გაირკვა რომ გუშინ საღამოს პრემიერმა საბოლოოდ თქვა უარი მრავალპარტიულ მთავრობაზე. არსებული ინფორმაციით, რესპუბლიკელი მინისტრების მისამართით მთავრობის მეთაურის მხრიდან გაკეთდა შეთავაზება, უარი ეთქვათ პარტიულ ცხოვრებაზე და დარჩენილიყვნენ მინისტრთა კაბინეტში. თუმცა რესპუბლიკურ პარტიას დამოუკიდებელ საარჩევნო გზაზე თავდაცვის მინისტრი და შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გაყვნენ.
უსუფაშვილი რესპუბლიკელების საპარლამენტო სიის პირველი ნომერი პირველი კანონმდებელია, რომელიც საკუთარ პარტიას საბურთალოს მაჟორიტარული ოლქიდან დაეხმარება. დავით ბერძენიშვლია რესპულიკელებში პირველი აჭარის რეგიონში. ძმები ბერძენიშვილებიდან უმცროსი აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატისთვის იბრძოლებს. პარტიის მაჟორიტარი იქნება თბილისის ერთ-ერთ ოლქში იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე. გადაწყვეტილება სიის ფორმირებაზე პარტიის წესდების მიხედვით, თავმჯდომარეს ხათუნა სამნიძეს ეკუთვნის. რომელმაც ეს საკითხი ეროვნულ კომიტეტთან უნდა შეათანხმოს.