დააკავებენ თუ არა მაია რჩეულიშვილის - სასამართლო ცენტრპოინტის საქმეზე მსჯელობს.
აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომას ბათუმის
მაგნოლიას პროექტის დირექტორი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი
სალომე ჩარკვიანიც ესწრებიან. დარბაზში არ იმყოფება
რჩეულიშვილების ვაჟი . გურამ რჩეულიშვილის ადგილსამყოფელი
უცნობია.
პროკურატურა „ცენტრ პოინტის“ საქმეზე ოთხივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. ბრალდებულების ჩარკვიანისა და მინდელის ადვოკატები კი აღკვეთის ღონისძიებად 20 ათას ლარიან გირაოს ითხოვენენ.
მაია რჩეულიშვილის, ირაკლი მინდელის, სალომე ჩარკვიანის და გურამ რჩეულიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც თანხების მითვისებას და გაფლანგვას გულისხმობს.