საგურამოში , ილია ჭავჭავაძის სახლ მუზეუმში გაიმართება.
„ქართული ოცნების“ ახალ სახეებს პრემიერ მინისტრი წარადგენს.
საუბარია 16 ადამიანზე, რომელთაგან ნაწილი მაჟორიტარად იყრის კენჭს, ნაწილი კი პროპორციული სიის შემადგენლობაში, მათგან 8 ქალია. სიაში ერთი კონსერვატიული პარტიის წევრია, რომელიც ასევე ქართული ოცნების სიით იყრის კენჭს. ის სავარაუდოდ ზვიად ძიძიგური იქნება. სიაში, როგორც სოზარ სუბარი ამბობს, ბიზნესმენები და ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლები ჭარბობენ.