მოზარდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში, გუშინ, 16:00 საათისთვის შევიდა.
სამძებრო სამუშაოებიც გუშინ დაიწყო და დღეს დილიდან განახლდა. მოზარდს, მყვინთავების შვიდკაციანი ჯგუფი ეძებდა. არსებული ინფორმაციით, 15 წლამდე ბიჭი თბილისის ზღვაზე საბანაოდ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.