სიახლეები
ბათუმში ხელყუმბარა იპოვეს
ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მაკდონალდსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქემ ხელყუმბარა იპოვა.

ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ. თვითმხილველების ინფორმაციით, განაღმვითი სამუშაოები დაახლოებით ერთი საათს მიმდინარეობდა.

მიმდებარე ქუჩაზე გადაკეტილი იყო  მოძრაობა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელყუმბარა უკვე ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი და დეტალები მისი შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი.

Print