სამივე ბრალდებული საპატიმროში რჩება. რჩეულიშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს, მას თერთმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრება. პარალელურად, დღეს სასამართლომ ცენტრ პოინტის საქმის მეორე ეპიზოდზე იმსჯელა, თუმცა პროცესი გადაიდო. მიზეზი, საქმის ამ ეპიზოდში დასთან ერთად ბრალდებული რუსუდან კერვალიშვილის გამოუცხადებლობა გახდა, რომელიც სხდომაზე ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ვერ მივიდა.