2015 წელს რქაწითელზე სუბსიდირებამ 35, ხოლო საფერავზე - 15 თეთრმა შეადგინა. წელს ეს რიცხვი უმნიშვნელოდ გაიზარდა და რქაწითელზე - 45, ხოლო საფერავზე 20 თეთრის სუბსიდირება განხორციელდება .
გლეხები გაზრდილ სუბსიდირებას მიესალმებიან და იმედოვნებენ, რომ ქარხნები მოსავალს შედარებით მაღალ ფასში ჩაიბარებენ.
ღვინის ეროვნულ სააგენტოში წელს კახეთში დაახლოებით 200 ათასამდე ტონა ყურძნის მოსავალს ელიან.