გურამ რჩეულიშვილის სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დაიწყო. იგი მიმალვაში იმყოფებოდა და წაყენებული ბრალდებაც ოფიციალურად დღეს გაეცნობა.
პროკურორები გუკა რჩეულიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვენ.
"სახეზეა არა დასაბუთებული ვარაუდი, არამედ ფაქტები იმისა, რომ გურამ რჩეულიშვილი არ დაემორჩილება სასამართლოს და ეცდება მიმალვას. ასევე არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გურამ რჩეულიშვილი თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში ზემოქმედებას მოახდენს ბრალდების მხარისთვის მნიშვნელოვან მოწმეებზე. ექნება მცდელობა მტკიცებულებების განადგურების და გააგრძელებს დანაშაულებრივ ქმედებას. აქედან გამომდინარე, ვშუამდგომლობთ სასამართლოს წინაშე გურამ რჩეულიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დარჩეს", - განაცხადა პროკურორმა დავით გუმბერიძემ სასამართლო პროცესზე.