სიახლეები
მოსამართლეობის კანდიდატთა დამტკიცების პროცესი

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეებს ირჩევს.

პროცესი უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს .საბჭომ 65 მოსამართლე უნდა აირჩიოს.  კენჭისყრის დაწყებამდე კანდიდატურა სამმა მოსამართლემ  მოხსნა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა უკვე დანიშნეს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში ოთხ ვაკანტურ ადგილზე სამი მოსამართლე.

სამოსამართლეო საქმიანობა გაუგრძელეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორ წევრს: თამარ ალანიას და მერაბ გაბინაშვილს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მერაბ გაბინაშვილისთვის მოსამართლედ არჩევა მოულოდნელი არ ყოფილა. როგორც გაბინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის ობიექტურად აფასებს თავის წარსულ საქმიანობას.

„ჩემთვის შედეგი მოულოდნელი ნამდვილად არ იყო, რადგან მე ძალიან ობიექტურად ვაფასებ ჩემს წარსულ საქმიანობას“, - განაცხადა გაბინაშვილმა.

 

Print