სიახლეები
აჭარაში პრეზიდენტის რწმუნებული დაინიშნა
პრეზიდენტმა აჭარის მთავრობა შესაბამისი განცხადების საფუძველზე გადააყენა
და აჭარაში პრეზიდენტის  რწმუნებულად ზურაბ პატარაძე  დანიშნა. განკარგულებას გიორგი მარგველაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. განკარგულებას საფუძვლად კონსტიტუციის მოთხოვნა უდევს,რომლის მიხედვითაც მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე უფლებამოსილება პრეზიდენტის რწმუნებულმა უნდა განახორციელოს.  მარგველაშვილი განმარტავს, რომ პატარაძის რწმუნებულად დანიშვნის გადაწყვეტილება   რეგიონში სახელისუფლებო ვაკუუმის შექმნის საფრთხიდან გამომდინარე მიიღო. პრეზიდენტის რწმუნებული  პარალელურად მთავრობის თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატია.
Print