სიახლეები
აჭარაში პრეზიდენტის რწმუნებული დაინიშნა
მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ამჯერადაც დადასტურდა.

კონსულტაციებს უშედეგოდ არ ჩაუვლია. ზურაბ პატარაძე აჭარაში პრეზიდენტის რწმუნებულად დანიშნა. ქვეყნის პირველმა პირმა ყაზახეთში საქართველოს ელჩის კანდიდატურა აჭარის უმაღლეს საბჭოს, რეგიონის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზეც წარუდგინა. მარგველაშვილს საბჭოს მხარდაჭერის იმედი აქვს და ამბობს, რომ პატარაძე სწორედ ის კადრია, რომელიც შეძლებს, აჭარაში, რეგიონის განვითარებისათვის დაწყებული პროექტების, წარმატენით დასრულებას.

უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზეც უკვე რეგისტრირებულია აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურის კენჭისყრის საკითხი და პრეზიდენტის განკარგულებაც გამოცემული, რომლის მიხედვითაც მიმართვის საფუძველზე ქვეყნის პირველმა პირმა რეგიონის მთავრობის ძველი შემადგენლობა გადააყენა.

ყველა ამ პროცედურას საქართველოს კონსიტიტუცია ითვალისწინებდა. სწორედ იმიტომ რომ რეგიონში არ შეიქმნას ვაკუუმი, ვიდრე მთავრობის თავმჯდომარეს აირჩევენ, გიორგი მარგველაშვილმა ზურაბ პატარაძე პრეზიდენტის რწმუნებულად დანიშნა

. დილიდან პრეზიდენტმა უმაღლესი საბჭოს ყველა ფრაქცის თავმჯდომარესთან შეხვედრები გამართა, გაიარა კონსულტაცები და მოისმინა მათი პოზიციები მთავრობის მომავალ მეთაურთან დაკავშირებით. ამ კონსულტაციების საფუძველძე გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია რომ რიგგარეშე სხდომაზე პატარაძის დამტკიცების საკითხს პრობლემა არ შეექმნება.  მომავალი თავმჯდომარეც აქტიურ კონსულტაციებშია, ზურაბ პატარაძეს მინისტრთა კაბინეტის ძველ შემადგენლობაში ცვლილებებს არ გამორიცხავს.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატების უმრავლესობა დღეს ამბობდა, რომ მთავრობის თავმჯდომარეობის ახალ კანდიდატს პოსტზე დასამტკიცებლად საჭირო 11 ხმის მოპოვება არ გაუჭირდება. თუმცა ,ცხადია ოპოზიციის უფრო კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას ზურაბ პატარაძე ვერ მოიპოვებს. რაც შეეხებათ „თავისუფალ დემოკრატებს“, ირაკლი ალასანიას პარტიაში ამბობენ, რომ ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას და სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებას გეგმავენ.

რიგგარეშე სხდომა ბათუმის უმაღლეს საბჭოში ხვალ ჩაინიშნა, მხარდაჭერის შემთხვევაში აჭარის მთავრობას ახალი თავმჯდომარე ეყოლება.

ზურაბ პატარაძე აღამასრულებელ ხელისუფლებაში დიპლომატიიდან მიდის, ის ამ დრომდე ყაზახეთში საქართველოს ელჩი იყო.

Print