სიახლეები
აჭარაში პატარაძის პოლიტიკა იწყება
აჭარაში პრეზიდენტის რწმუნებულად ზურაბ პატარიძე დაინიშნა.

თუ  დიპლომატს  აჭარის უმაღლესმა საბჭომ ნდობა გამოუცხადა იგი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.

ჯერ იყო კონსულტაციები აჭარის დეპუტატებთან, შემდეგ პრეზიდენტის განკარგულება - გიორგი მარგველაშვილმა მიმართვის საფუძველზე რეგიონის მთავრობა გადააყენა და პოლიტიკური ვაკუუმისთვის თავის არიდების მიზნით, ზურაბ პატარაძე საკუთარ რწმუნებულად დანიშნა.

საპრეზიდენტო დავალებას, საპრეზიდენტო წარდგინებაც მოჰყვა - ქვეყნის ლიდერმა დიპლომატი პატარაძე აჭარის უმაღლეს საბჭოს არჩილ ხაბაძის შემცვლელად წარუდგინა. ახალი ძველი გუნდის განახლებაზე უკვე ფიქრობს.

რეგიონის საკანონმდებლო ორგანომ მთავრობის ახალი თავმჯდომარე ხვალ რიგგარეშე სხდომაზე უნდა აირჩიოს. ზურაბ პატარაძეს მინიმუმ 11 მხარდამჭერი სჭირდება.

თავისუფალი დემოკრატებისგან განსხვავებით აჭარის ოპოზიციონერი დეპუტატების მეორე ნაწილი ზურაბ პატარაძის მხარდაჭერას არ აპირებს. კანონმდებლების ნაწილს მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის რწმუნებულად დანიშვნაც არ მოეწონა, პრეზიდენტს გადაწყვეტილებას აჭარაში დაბრუნებული ლევან ვარშალომიძეც უწუნებს.

43 წლის პროფესიით ეკონომისტის, ვარდების რევოლუციის ხელისუფლებაში დაწყებული დიპლომატია, ოცნების  მთავრობის წევრობით გაგრძელდება. ხვალიდან, ამ დრომდე გამოუცდელი პოლიტიკოსის პოლიტიკა მშობლიური ბათუმიდან დაიწყება.

Print