სიახლეები
კობა დავითაშვილის საქმე

 

პასუხი ცხრა წლის შემდეგ - კობა დავითაშვილზე მომხდარი თავდასხმისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის  საქმე გახსნილია.

მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულად  ყოფილი მთავარი პროკურორი  ზურაბ ადეიშვილი, დავით ქარსელაძე  და ედიშერ კობახიძე სცნო.

ყოფილი გენერალური პროკურორი ძებნაშია, შემოსავლების სამსახურის ყოფილი თანამშრომლები კი  გამოძიებასთან თანაშრომლობენ.

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები დეტალურად გაიხსენეს დღეს მთავარ პროკურატურაში.

გამოძიების ვერსიით, კობა დავითაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ფიზიკური დაზიანება ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის დავით ქარსელაძის ორგანიზებით მოხდა.

ზურაბ ადეიშვილი ბრალს არ აღიარებს. ადვოკატის განცხადებით ბრალდების შესახებ დადგენილება არალოგიკური და  ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ მოგონილი ფანდია.

პროკურატურის ცნობით , ადეიშვილთან ერთად ბრალდებულები ქარსელაძე და კობახიძე გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობენ და სავარაუდოდ სწორედ მათი ჩვენების საფუძველზე მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ყოფილი გენპროკურორი. არიან თუ არა ბრალდებულები საქართველოში უცნობია, ერთ-ერთის დავით ქარსელაძის საცხოვრებელ სახლი დაკეტილი დაგვხვდა

კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში ზურაბ ადეიშვილს შვიდიდან ათ წლამდე პატიმრობა ემუქრება.ყოფილი გენპროკურორი ამჟამადაც იძებნება.

 

Print