ბათუმში ახალი ღვინის კლუბი გაიხსნა.
ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო და ახლადგახსნილი კლუბი დაათვალიერა.
ბიზნესმენ გოჩა ჩხაიძის განმარტებით, ღვინის კლუბი სრულიად ახალი კონცეფციაა, სადაც გაერთიანებულია ქართული და მსოფლიო სამზარეულოების კერძები, საავტორო იდეებით.თანამედროვე სტანდარტების მქონე ღვინის კლუბში 80-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.