და სამინისტროს ადგილობრივი დანაყოფების საქმიანობას პირადად გაეცნო.
გიორგი მღბრიშვილი სარფის სასაზღვრო გამტარ პუნქტსა და ბათუმის აეროპორტში იმყოფებოდა.
მინისტრი მესაზღვრე-კონტროლიორებსა და პატრულ-ინსპექტორებს გაესაუბრა და მათი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ბათუმში ვიზიტის დროს, შს მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სწრაფმავალი კატარღით სანაპირო ზოლის მონიტორინგი განახორციელა.
საზღვაო სეზონს შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი გაზრდილი შემადგენლობით და ახალი შენობით შეხვდა.
აჭარის სამმართველოში 1000-მდე დაცვის პოლიციელი მუშაობს, ხოლო ბათუმის ბულვარს 100-მდე დაცვის პოლიციელი იცავს.