სიახლეები
მოსამართლეების შერჩევა დასრულებულია
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა შერჩევის ბოლო, მესამე ტური დაასრულა.

122 კანდიდატიდან  65  ვაკანსიაზე შედეგები  ასე გადანაწილდა: საბჭოს გადაწყვეტილებით დაინიშნა 44 მოსამართლე  და  დარჩა 21  ვაკანტური ადგილი. უკვე დანიშნულ მოსამართლეებს შორის  9  იუსტიციის უმაღლესი  სკოლა დაამთავრა.

21 კანდიდატი მოქმედი, ხოლო 14 ყოფილი მოსამართლე იყო. .საბჭოს მიერ არჩეული მოსამართლეები 25 ივლისიდან შეუდგებიან საქმიანობას. როდის გაიმართება ვაკანტურ ადგილებზე დამატებითი ტურები, ამის შესახებ  საბჭო უახლოეს მომავალში იმსჯელებს.

Print