სიახლეები
ქართული მისია ცენტრალურ აფრიკაში
საქართველოს შეიარაღებული ძალების სწრაფი რეაგირების ჯგუფი

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-მრჩეველთა მისიაში  მონაწილეობს.

ქართული ხუთეულის მთავარი ამოცანა მაღალი რანგის პირების ესკორტირება და დაცვის უზრუნველყოფაა.

ქართველი სამხედროები პასუხისმგებლები იყვნენ ბანგიში ჩასულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფის ესკორტირებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

ევროკავშირის სამხედრო-მრჩეველთა მისია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2015 წლის მარტიდან, უსაფრთხოების სექტორისა და შეიარაღებული ჯარების რეფორმებში ადგილობრივი მთავრობის მხარდასაჭერად ამოქმედდა.

Print